ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ნოეს კიდობანს ააშენებენ

15 მაისი, 2017 • 11110
სომხეთში ნოეს კიდობანს ააშენებენ

სომხეთში კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსი “ნოეს კიდობანი” უნდა ააშენონ. პროექტის ინიციატორი არის ფონდი “ავაშენოთ მთელმა ერმა”. ინფორმაციას გამოცემა newsarmenia.am ავრცელებს.

ორგანიზატორების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს იმავე აგებულებისა და ზომის კიდობნის აშენებას, როგორიც ძველ აღთქმაშია აღწერილი.

პროექტს განსახილველად სომხეთის მთავრობას წარუდგნენ, მისი მშენებლობა კი ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ დაიწყება.

პროექტის შესაბამისად, კიდობანში 200 პავილიონი განთავსდება, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა სახელმწიფოსა და ერის დროშები, გერბები და კულტურული ექსპონატები გამოიფინება. ასევე, იქნება გალერეა, ბიბლიოთეკა, დარბაზები. გარდა ამისა, კიდობანში ტურისტებისა და მომლოცველების განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი