ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: შეიძლება ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ კონსტიტუცია ნაკლებად ემოციური დოკუმენტია

15 მაისი, 2017 • 1876
ნაცვლიშვილი: შეიძლება ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ კონსტიტუცია ნაკლებად ემოციური დოკუმენტია

საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვის ჩაშლა ცუდია, რადგან კონსტიტუცია ნაკლებად ემოციური დოკუმენტია.

“რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი, სხვანაირად შეიძლება გაკეთებულიყო. თუ ეს ხალხი შემოვიდა და ჯგუფები იყვნენ ორგანიზებული, შეიძლებოდა, რომ ერთი ადამიანი, მათი წარმომადგენელი გამოსულიყო სცენაზე, გამოეხატა თავისი აზრი, შემდეგ მეორე ადამიანი გამოსულიყო, გამოეხატა თავისი აზრი. ეს უფრო ქაოტური იყო. მე შეიძლება ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმები, კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი არსებობა, ცხოვრება, განვითარება. აქედან გამომდინარე, კონსტიტუცია ნაკლებად ემოციური დოკუმენტია. ეს უნდა იყოს დიდი განსჯისა და მეცადინეობის შედეგი. კონსტიტიციას ემოციურად რომ შევხედოთ, არაფრის მომტანი არ არის. მოთხოვნები, რაც იყო, იმას ვიზიარებ, უცხოელებზე მიწა არ უნდა გასხვისდეს. მაგრამ ამ თვალსაზრისით მიღებულია გადაწყვეტილება.
კიდევ არის 94-ე მუხლი, რომელიც ჩვენი ინიციატივაა. ესეც არ უნდა იყოს კონსტიტუცაში იმიტომ, რომ ეგ არის მიშიზმის დაკანონება მომავალი თაობებისთვის. ნაციონალური მოძრაობა ხომ იმით გამოირჩეოდა, რომ ეგ ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა. მაგ ეკონომიკური პოლიტიკის დაკანონებით დღეს ხომ იგივენაირად ვაგრძელებთ მიშიზმს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, უნივერსიტეტშიც უნდა ჩატარდეს განხილვა იმიტომ, რომ სტუდენტებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოთქვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი