საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შსს: საგამოძიებო ჯგუფი ფარცხალაძესთან არ ყოფილა და მისი გამოკითხვა არ მომხდარა

“საგამოძიებო ჯგუფი ფარცხალაძესთან არ ყოფილა და მისი გამოკითხვა არ მომხდარა” , – ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს რ2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტირებისას.

რ2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წუხელ ოთარ ფარცხალაძესთან შინაგან საქმეტა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შსს-ს ვკითხეთ, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა მიზნით იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები ყოფილ მთავარ პროკურორთან, რომელსაც გენერალური აუდტორი ცემაში ადანაშაულებს.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციელები ფარცხალაძესთან გამოკითხვის მიზნით არ ყოფილან. შსს-ში ვერ ამბობენ, როდის დაიკითხება ოთარ ფარცხალაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com