ახალი ამბები

47% მაჟორიტარი კანდიდატების სისტემის შენარჩუნების მომხრეა – NDI

15 მაისი, 2017 • 1595
47% მაჟორიტარი კანდიდატების სისტემის შენარჩუნების მომხრეა – NDI

NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 47% პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატების სისტემის შენარჩუნების მომხრეა, 28% – მოწინააღმდეგე, ხოლო – 24 პროცენტს ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს.

Screen Shot 2017-05-15 at 11.43.01 AM

კითხვას, თქვენი აზრით, ვის უფრო კარგად ესმის მოსახლეობის საჭიროებების, მაჟორიტარული წესით თუ პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატს, 31% მაჟორიტარს ასახელებს, 12% – პარტიული სიით არჩეულს, 12%-ის აზრით – ეს საკითხი ორივეს თანაბრად ესმის, 29%-ის აზრით, მოსახლეობის საჭიროებების არც ერთი წესით არჩეულ პარლამენტარს არ ესმის, ხოლო 16-მა პროცენტმა პასუხი არ იცის.

Screen Shot 2017-05-15 at 11.41.20 AM

Screen Shot 2017-05-15 at 11.21.39 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი