ახალი ამბები

NDI: 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, რაში ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტის დაფინანსებას

15 მაისი, 2017 • 2653
NDI: 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, რაში ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტის დაფინანსებას

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, რაში ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 25 მილიონს.

67% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ ხარჯავს საპატრიარქო გამოყოფილ თანხას, 22% მიიჩნევს, რომ არა- სახელჯწიფომ ეს არ უნდა შეამოწმოს. 11%-მა არ იცის.

43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ეკლესიისთვის 25 მილიონი ლარის გამოყოფა, 14% ფიქრობს, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანასება, 20% ფიქრობს, რომ უნდა შეამციროს დაფინანსება, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ ეკლესიას დაფინანასება უნდა შეუწყვიტოს, 13%-მა არ იცის.

ეკლესიის დაფინანსება

ეკლესიის დაფინანსება

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცალკეა დაჯგუფებული ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ფოთის, გორისა და ქუთაისის მონაცემები. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7 +/- %.

მასალების გადაბეჭდვის წესი