15 მაისი

ანონსი – 15 მაისი

 

10:30 საათზე სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და CRRC–საქართველო მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ.

11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საკონფერენციო დარბაზში, CineDOC-Tbilisi-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ფიჩინგის ფორუმი გაიმართება, სადაც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, 11 რეჟისორთან ერთად თავიანთ ერთობლივ პროექტს სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს წარუდგენენ.  საკონტაქტო პირი თინა ფრანგიშვილი – 577 05 23 15.

11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.  მის: ალ ყაზბეგის #46 (ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ,სასადილო 46-ის თავზე) საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე – 555561990.

12:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში გაიმართება.

12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს.   მის: თავისუფლების მოედანი#4.

12:00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხალაწანში,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი USAID-ის პროექტის ,,ზრდა” ფარგლებში შექმნილ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ და ფერმერებს შეხვდებიან. საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19.

12:00 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს.  მისამართი: თავისუფლების მოედანი#4.

13:30 საათზე საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნაზღაიძის საქმის არსებითი განხილვაა ჩანიშნული, რომელსაც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ფრაქციის წევრები – დავით ზურაბიშვილი და ტრისტან ჯინჭარაძე დაესწრებიან.

14:00 საათზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები სულხან-საბას სახლ-მუზეუმში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან. ღონისძიება ორგანიზებულია განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, პრემია „საბას“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ. ადგილი: ბოლნისის რაიონის სოფელი ტანძია, სულხან-საბას სახლ-მუზეუმი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.