ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტე დღეს დაკრძალეს

დღეს, 14 მაისს ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტე დაკრძალეს. ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი 9 მაისს ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს დაიღუპნენ, როდესაც ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა. ისინი ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში მუშაობდნენ.  გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით   08.30 საათზე დასრულდა

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მაღაროელები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მაღაროელები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

05

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მაღაროელები დღეს დაკრძალეს. დაღუპულთა ოჯახებს პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეები დღეს დაკრძალეს. დაღუპულთა ოჯახებს პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლებელია გასააქტიურებელიც იყოს.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მაღაროელები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეები დღეს დაკრძალეს 14.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.