ახალი ამბები

ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა

14 მაისი, 2017 • 4052
ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა. მისი ინაგურაცია დღეს, 14 მაისს ელისეის სასახლეში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საერთაშორისო პოზიციებს აღადგენს:

“საფრანგეთი მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა წარმატებულია. თუ საფრანგეთი სამაგალითო ქვეყანა იქნება, ის მთელი მსოფლიოსთვის მოდელი გახდება. ჩვენ ფრანგ ხალხს მომავლის იმედს და სიამაყეს დავუბრუნებთ. მთელი მსოფლიო ყურადღებას მიაქცევს ფრანგების აზრს იმიტომ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შიშებისა და სიბრაზის გადალახვას,” – განაცხადა მაკრონმა.

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყანას იმაზე კარგ ვითარაებაში ტოვებს, ვიდრე დახვდა:

“საფრანგეთის მართვა მძიმე პასუხისმგებლობაა. საფრანგეთი უნდა გახდეს სამაგალითო ქვეყანა,” – აღნიშნა ოლანდმა.

7 მაისს საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ლიბერალმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენი დაამარცხა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი