ახალი ამბები

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

14 მაისი, 2017 • 7779
ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალია გახდა. პორტუგალიას ევროფესტივალზე სალვადორ სობრალი წარმოადგენდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი 13 მაისს კიევში ჩატარდა. რიგით 63-ე ევროვიზიის მასპინძელი კი პორტუგალია იქნება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 9 მაისს, ხოლო მეორე ნახევარფინალი 11 მაისს ჩატარდა.

საქართველოს წარმომადგენელი, თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა. მან ნახევარფინალი ვერ გადალახა და, შესაბამისად, კონკურსს გამოეთიშა.

პორტუგალია ევროვიზიის გამარჯვებული პირველად გახდა. გამარჯვებული სიმღერა მოისმინეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი