ახალი ამბები

ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა

13 მაისი, 2017 • 4816
ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას გუშინ, 12 მაისს თავს დაესხნენ და ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში არის მოთავსებული – ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით,  მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა სცემეს.

ლაშა თორდიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” სატელეფონი საუბრისას განაცხადა, რომ ეს მასზე “პირდაპირი ანგარიშსწორება” იყო, რაც უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ საქმიანობას.

“მითხრა კიდევაც, რომ ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებო. ამის შემდეგ 5 ადამიანი დამესხა თავს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება,”- განაცხადა ლაშა თორდიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი