ახალი ამბები

ესტონეთის საზღვარს რუსეთთან თახვები “საფრთხეს უქმნიან”

12 მაისი, 2017 • 4702
ესტონეთის საზღვარს რუსეთთან თახვები “საფრთხეს უქმნიან”

ესტონეთში, რუსეთის საზღვართან, თახვების მიერ აშენებული წყლის ჯებირების დანგრევას იწყებენ. ესტონეთის ეროვნული მაუწყებელის, ERR-ის ინფორმაციით, ისინი საზღვარს საფრთხეს უქმნიან. კაშხლებს კონტრაბანდისტები იყენებენ და მათი არსებობა სხვა არალეგალურ ქმედებებსაც უწყობს ხელს.

საზღვრის დაცვის სამსახურმა უკვე გამოაცხადა ტენდერი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც ტერიტორიას გაასუფთავებს. ERR-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ესტონეთში თახვების მიერ აშენებულ დაახლოებით 30 მცირე კაშხალს ანგრევენ. თანაც ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაირღვეს რუსეთის საზღვარი, რისთვისაც წინასწარი მოლაპარაკებებია საჭირო.

ესტონური მხარე აცხადებს, რომ თახვების მიერ აშენებული კაშხლების პრობლემა ქვეყნის ეროვნული თავდაცვისუნარიანობის კუთხით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროკავშირის რუსეთთან საზღვრის დაცვას ეხება.

თახვები მდინარის კალაპოტებებს ხის მასალით აგუბებენ. ნახეთ, როგორ აშენებენ ეს ცხოველები წყლის შემაკავებელ კონსტრუქციებს მდინარეებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი