ახალი ამბები

NDI: არაქართულენოვანი არხებიდან პირველი სამი რუსულია, რომელსაც უყურებენ

12 მაისი, 2017 • 2707
NDI: არაქართულენოვანი არხებიდან პირველი სამი რუსულია, რომელსაც უყურებენ

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვან არხებზე გამოკითხულთა 21% ადევნებს თვალს, ხოლო ამათგან ყველაზე მეტი რუსული არხებიდან იღებს ინფორმაციას.

გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ რუსეთის პირველ არხს, ო-ერ-ტე-ს უყურებს, 32% – ერ-ტე-ერ-ს, ხოლო 22% – “რასია 1”-ს. ინგლისურენოვანი მედიებიდან უყურებენ CNN-ს – 14%, ევრონიუსსა -10% და BBC-ს  -8%.

კითხვაზე, იღებენ თუ არა ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვანი არხებიდან, 21%მა უპასუხა – დიახ, ხოლო 78%-მა უარი განაცხადა.

2016 წლის ივნისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად არ შეცვლილა. მაშინ ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 23%-მა უპასუხა, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვან არხებზე ადევნებდა თავს, ხოლო 77%-მა განაცხადა, რომ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი