ახალი ამბები

NDI: 10 თვეში 13%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს

12 მაისი, 2017 • 4647
NDI: 10 თვეში 13%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს

NDI-ს 2017 წლის აპრილის გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლა მათნაირ ადამიანებს სარგებელს მოუტანს,  2016 წლის ივნისის შემდეგ 13%-ით შემცირდა.

2017 წლის აპრილის გამოკითხვის მიხედვით, 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მათნაირ ხალხს, ხოლო 38% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. 7%-მა კი არ იცის.

2016 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 64% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უვიზო რეჟიმი სარგებელს მოუტანდა მისნაირ ხალხს,  26% არ დაეთანხმა, ხოლო 11%-მა არ იცის.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის  პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე აზებაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი