მარია გაბრიელის კანდიდატურა ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინეს

მარია გაბრიელის კანდიდატურა, რომელიც ევროპის პარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე იყო მომხსენებელი, ბულგარეთმა ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა.

საუბარია ევროკომისარზე, რომლის პასუხისმგებლობაშიც ციფრული პოლიტიკა შედის.

მარია გაბრიელი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP)-ის პოლიტიკური ოჯახის წევრია.

მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი © EPP Group

მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი © EPP Group

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com