ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 82 %-ის აზრით, სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა იყოს

12 მაისი, 2017 • 4601
NDI: გამოკითხულთა 82 %-ის აზრით, სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა იყოს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64 % მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო. 18 %-ის აზრით, სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, ხოლო 16 % ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს.

ჯარი

აზრს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო, გამოკითხული კაცების 62 % პროცენტი ეთანხმება, ხოლო ქალების – 66 პროცენტი.

ჯარი

გამოკითხულთა 88 %-ის აზრით, სამხედრო კარიერას ხალხი სტაბილური შემოსავლის გამო ირჩევს; 77 % ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ხოლო 63 %-ის პროცენტის აზრით, მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა სურთ.

ndi ჯარისკაცობის მიზეზი

გამოკითხულთა 48 პროცენტი ამბობს, რომ საქართველომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზარდოს; 32%-ის აზრით, ბიუჯეტი იგივე უნდა დარჩეს, ხოლო 8 %-ის აზრით, ეს თანხა უნდა შემცირდეს.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი