ახალი ამბები

ინტერნეტიდან ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში გაორმაგდა – NDI

12 მაისი, 2017 • 5054
ინტერნეტიდან ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში გაორმაგდა – NDI

NDI–ის კვლევით, საქართველოში გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას კვლავ ტელევიზიით იღებს, ხოლო მეორე ადგილზე ინტერნეტია. თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციას ინტერნეტით იღებენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში გაორმაგდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალ–გაზეთებსა და რადიოზე მეტად მოსახლეობის დიდი ნაწილი მეზობლებისგან, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან ინფორმირდება.

გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ტელევიზიით ინფორმირედება, მეორე ადგილზეა ინტერნეტი © NDI

გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ტელევიზიით ინფორმირედება, მეორე ადგილზეა ინტერნეტი © NDI

 

მოსახლეობა, რომელიც ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს 3 წელში გაორმაგდა © NDI

მოსახლეობა, რომელიც ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს 3 წელში გაორმაგდა © NDI

 

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის  პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი