ახალი ამბები

მარგველაშვილი კობახიძეს: კონსტიტუციაში იმდენი მამეცადინე, ბარემ დიპლომიც მომეცი

12 მაისი, 2017 • 2455
მარგველაშვილი კობახიძეს: კონსტიტუციაში იმდენი მამეცადინე, ბარემ დიპლომიც მომეცი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საუბრისას უთხრა, რომ კონსტიტუციაში იმდენი ამეცადინა, ბარემ დიპლომიც მისცეს.

“იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ,”- მიმართა მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

საუბრის ამსახველ კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს საუბარი ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასიციაციების კონფერენციის შემდეგ შედგა.

გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, თუ რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს.

პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს პრეზიდენტის არჩევის მოდელთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ და სწორედ ეს მოდელი არის ჩაწერილი კონსტიტუციის პროექტში, რომელთან დაკავშირებითაც საერთო-სახალხო განხილვები მიმდინარეობდა. გიორგი მარგველაშვილი კი არ იცვლის პოზიციას და აცხადებს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაართვან.

პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ყოფილა ჩართული, თუმცა ჩაერთო პარლამენტის მიერ ორგანიზებული საერთო-სახალხო განხილვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი