ახალი ამბები

შსს–მ მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი დააკავა

9 თებერვალი, 2013 • • 2090
შსს–მ მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილებაში, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს  განხორციელებულ ხულიგნობის ფაქტთან  დაკავშირებით,  გამოძიება დაიწყო.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე 10 პირი, მოწმის სტატუსით, იმავე დღეს დაკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ,  სამართალდამცველებმა 2 პირი – მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები.

 

სამართალდამცველებმა 9 თებერვალს დილით, ის პირიც დააკავეს, ვინც საპარლამენტო უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის 1–ლი  და მე–2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.

ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი