ახალი ამბები

NDI: 35%-ის აზრით, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს

12 მაისი, 2017 • 1642
NDI: 35%-ის აზრით, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს

საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო დაცული ქვეყანაა.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

ეროვნული მასშტაბით, კითხვაზე, “ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული ქვეყანაა” 52-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასხა, 43%-მა განაცხადა, რომ საქართველო ეროვნული თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა არაა, 5-მა პროცენტმა კი პასუხისგან თავი შეიკავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანაა 11 პროცენტი ეთანხმება სრულად, 41 კი- ნაწილობრივ.

საქართველოს უსაფრთხოებას კი, ყველაზე უკეთ გამოკითხულთა 35%-ის აზრით, აშშ უზრუნველყოფს. მას მოსდევს საქართველო (12%) და რუსეთი (10%). ყველაზე მეტად კი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს ნატო დაეხმარება.NDIს კვლევა

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი დაეხმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29%-მა ნატო დაასახელა. საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება  ყველაზე ეფექტურად მიიჩნია გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა, ევროკავშირში გაწევრიანება კი 11-მა პროცენტმა უპასუხა.

NDI-ს კვლევა

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი