ახალი ამბები

NDI: უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 27%-ს არ სმენია უვიზო რეჟიმზე

12 მაისი, 2017 • 1915
NDI: უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 27%-ს არ სმენია უვიზო რეჟიმზე

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 27%-ს არ სმენია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომლის დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ჯამში, გამოკითხულთა 92%-ს სმენია ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ.

გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი ადამიანი – 62%, რომელიც თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, 18-35 წლის ასაკისანი არიან. 56 წელზე მეტი ასაკის გამოკითხულთა 51% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ზოგადად, მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მათ, გამოკითხულთა 51% ეთანხმება. NDI-ის კვლევით თანახმად, ამ შეკითხვაზე 2016 წლის ივნისში დადებითად 64% პასუხობდა.უვიზპ

მოსაზრებას, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას, ეთანხმება გამოკითხულთა 40%, არ ეთანხმება 38%.

მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან მოახდენს ქართული მენტალიტეტის დაკარგვას, არ ეთანხმება 60%, ეთანხმება 26%.

დებულებას, რომ უვიზო მიმოსვლით საქართველო დაკარგავს ეროვნულ იდენტობას, არ ეთანხმება 65%, ეთანხმება 22%.

მოსაზრებას, რომ ევროავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, არ ეთანხმება 74%, ეთანხმება გამოკითხულთ 14%.

გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ბევრი ქართველი წავა ემიგრაციაში. ასევე 78% თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის მიუხედავად რიგითი ადამიანები ვერ გაწვდებიან ფინანსურად ევროკავშირში მოგზაურობას.

ემიგრაცია

უვიზო მომისვლის შესახებ ინფორმაციის მიღებას გამოკითხულთა 78% ეროვნული მაუწყებლებისგან ისურვებდა, 22%- სოციალური ქსელებიდან.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს, გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი