NDI: იანვრის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  მოსახლეობის 68 %-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო 21 % ამბობს, რომ მიუღებელია.

ეს ნიშნავს, რომ 2017 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შემდეგ მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მოწინააღმდეგების რაოდენობა შემცირდა.კერძოდ, იანვარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61%-ისთვის  მისაღები იყო მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო 25% ნატოში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევდა.

ნატო 68 %

ნატოში გაწევრიანებას 18-35 ასაკის გამოკითხულების 77% ემხრობა;  36-55 ასაკის გამოკითხულების – 68%, ხოლო 56 წელს ზევით გამოიკითხული მოქალაქეების- 56%.

ნატო ასაკობრივი

ამასთან,  გაწევრიანების მომხრეთა 71 % მიიჩნევს, რომ ნატო უზრუნველყოფს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას, ხოლო 30 % ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს.

რატო ემხრობიან ნატოში გაწევრიანებას

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მათი 53 % ფიქრობს, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო 24 % ამბობს, რომ გაწევრიანებით საქართველო არ იქნება დაცული/სარგებელს ვერ მიიღებს.

ნატოს მოწინააღმდეგეები

გამოკითხულთა 20 % მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოში 10 წლის შემდეგ გაწევრიანდება; 15, 5%-ის აზრით, 5-10 წლის შემდეგ; ხოლო 12 % მიიჩნევს, რომ მომდევნო 5 წელში გავწევრიანდებით ნატოში.

როდის გავწევრიანდებით ნატოში

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს, 12 მაისს, კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.