ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 65% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 21% – ევრაზიულ კავშირში

12 მაისი, 2017 • 1990
NDI: გამოკითხულთა 65% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 21% – ევრაზიულ კავშირში

საქართველოში მოსახლეობის 65% უფრო მეტად ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 21% – ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის  პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს, გამართეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

Screen Shot 2017-05-12 at 11.36.24 AM

Screen Shot 2017-05-12 at 11.37.13 AM

შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – გამოკითხულთა 80% დადებით პასუხს სცემს, ხოლო 12% – უარყოფითს.

Screen Shot 2017-05-12 at 11.29.29 AM

Screen Shot 2017-05-12 at 11.30.43 AM

გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, ხოლო 36% ფიქრობს, რომ ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს.

რაც შეეხება იმ ადამიანების არგუმენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში წევრობას, 43% ფიქრობს, რომ ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან, ხოლო 24%-ის აზრით – საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას.

გამოკითხულთა 32% არ აქვს პასუხ კითხვაზე, თუ როდის შეიძლება გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუკი საქართველო ახლა შეიტანს წევრობაზე განაცხადს; 21% ფიქრობს, რომ 5-10 წლის შემდეგ, 20%-ის აზრით – მომავალ ხუთ წელიწადში.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი