უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრის, დავით მაყიშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

“კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში. დაჭრილები არ არიან, სახელს და გვარს ჯერ არ ვწერ, ოჯახს შევატყობინებთ მოგვიანებით,” – წერს ფეისბუკზე მაყიშვილი.

კითხვაზე, ქართული ლეგიონიდან იყო  თუ აზოვიდან, დავით მაყიშვილი პასუხობს: “არც ერთიდან და არც მეორედან”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.