ახალი ამბები

ანონსი – 12 მაისი

12 მაისი, 2017 • 2257
ანონსი – 12 მაისი

წარმოგიდგენთ 12 მაისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:00 საათზე, თბილისის ფუნიკულიორის კომპლექსში, გაიმართება საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ს ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA),ხოლო მხარდამჭერები – ევროპის საბჭო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონისუზენაესობისმხარდაჭერასაქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG). მისამართი: მთაწმინდის პლატო, ფუნიკულიორი, მე-3 სართული.

10:30 საათზე, სასტუმრო “რუმს ჰოტელში”, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული მიგნებები. , მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას N14.

მასალების გადაბეჭდვის წესი