ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ ამჯერადაც არ დანიშნა გიორგი ჩემია მოსამართლედ

11 მაისი, 2017 • 3781
იუსტიციის საბჭომ ამჯერადაც არ დანიშნა გიორგი ჩემია მოსამართლედ

გიორგი ჩემია, რომელიც  პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო, არც ამჯერად დანიშნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ.

გიორგი ჩემიას მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა 2012 წელს გაუვიდა. მას 2016 წელსაც სურდა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ დანიშვნა. ჩემიამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საბჭოს 10 წევრის ხმა ვერ მოაგროვა.

მას განცხადება 5 ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი. აქედან ორი- თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ორი -თბილისის საქალაქო სასამართლოში და ერთი – მცხეთაში.

2002-2006 წლებში გიორგი ჩემია იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი