ახალი ამბები

ავტოსადგომად ქცეული ტროტუარები თბილისში [რუკა]

11 მაისი, 2017 • 2898
ავტოსადგომად ქცეული ტროტუარები თბილისში [რუკა]

თბილისში 96 ადგილია, სადაც ტროტუარებზე პარკირება დაშვებულია. მერიის მონაცემებით, 2017 წლის 12 აპრილის მონაცემებით, ტროტუარებზე პარკირების 1084 ადგილია.

ტროტუარებზე ნებადართული პარკირება განსაკუთრებით ინტენსიურია ჭავჭავაძის, რობაქიძის, წერეთლის, ვაჟა- ფშაველას გამზირებზე, სხვა ქუჩებზე კი, ბევრად ნაკლები. გარეუბნებში კი თითქმის ვერ შეხვდებით ტროტუარებზე ნებადართულ პარკირებას.

თბილისის მერიიდან “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წის 12 დეკემბერს მერიამ შეამცირა პარკირების ადგილების რაოდენობა 1321 ადგილამდე. დეკემბრიდან 2017 წლის 12 აპრილამდე ტროტუარებზე ნებადართული პარკირების ადგილების რაოდენობა 237-ით შემცირდა.

რუკაზე ნახეთ ის ადგილები, სადაც ტროტუარებზე ნებადართულია პარკირება:

მასალების გადაბეჭდვის წესი