Screen Shot 2017-05-11 at 3.10.49 PM

აზერბაიჯანელ სპორტსმენებს “ისლამიადაზე” ოქროს მედლისთვის 87 ათას დოლარს ჰპირდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, “სპორტსმენების წახალისებისა და მათი მოტივაციის მიზნით”, ქვეყნის ბიუჯეტიდან და ოლიმპიური კომიტეტიდან ფულადი პრემიები დაწესდა იმ აზერბაიჯანელი სპორტსმენებისთვის, ვინც “ისლამური თამაშების” დროს მედლებს მოიპოვებს.

განკარგულების შესაბამისად, ოქროს მედლისთვის სპორტსმენებს 150 ათას მანათს [87 ათასი აშშ დოლარი], ვერცხლის მედლისთვის 80 ათას მანათს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის 50 ათას მანათს [29 ათასი დოლარი] გადაუხდიან. პრემია გამარჯვებული სპორტსმენის პირადი ტრენერისთვისაც [29 ათასი დოლარი] დააწესეს.

ისლამურ თამაშებში, რომელიც ბაქოში 2017 წლის 12-22 მაისს იმართება, აზერბაიჯანიდან 322 სპორტსმენი მონაწილეობს.

“ისლამური სოლიდარობის თამაშების” შესახებ ვრცლად აქ წაიკითხავთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი