ახალი ამბებისაზოგადოება

3 წამში გამოთვალეთ, უფასო ჯანდაცვის რა ახალი პაკეტი გეკუთვნით

11 მაისი, 2017 • 48524
3 წამში გამოთვალეთ, უფასო ჯანდაცვის რა ახალი პაკეტი გეკუთვნით

2017 წლის 1 მაისიდან უფასო ჯანდაცვის ახალი პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოქალაქეების შემოსავლებზე, ასევე, სხვა კრიტერიუმებზეა მიბმული.

ჩვენს მიერ შედგენილი ონლაინ-კალკულატორით თქვენი შემოსავლის მიხედვით მარტივად გამოთვლით, უფასო ჯანდაცვის პროგრამით განკუთვნილი რომელი პროგრამით სარგებლობა შეგიძლიათ ტოლობის ნიშნის შემდეგ ჩაწერეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, რიცხვებით. თუ სმარტფონით ხართ, უმჯობესია, ტელეფონი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭიროთ.

[one_third =”no”]

მცირედ შეზღუდული პაკეტი

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ასევე ამავე კატეგორიაში არიან თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები, სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით:

∗ კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება.

∗ უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

კონკრეტულად რა მომსახურება შედის ამ პაკეტში, წაიკითხავთ აქ.

[/one_third][one_third =”no”]

[blue_box]შეზღუდული სერვისები[/blue_box]

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სარგებლობენ  ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

∗ უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა,    მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

კონკრეტულად რა მომსახურება შედის ამ პაკეტში, წაიკითხავთ აქ.

[/one_third][one_third last=”no”]

[red_box]ვინც პროგრამით ვეღარ ისარგებლებს[/red_box]

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

∗ პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.

უფრო მეტს წაიკითხავთ აქ.

[/one_third]

[red_box]რატომ?[/red_box]

რეფორმის ფარგლებში, რომელიც მაისიდან ამოქმედდა, შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვის აქამდე არსებული პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვა რამდენიმე პაკეტად დაიყო, რომელიც მოქალაქეების შემოსავლებს მიება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის ყველა წევრმა ინდივიდუალურად უნდა გამოთვალოს საკუთარი შემოსავლები და ნახოს, პროგრამის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ის.

ზემოხსენებული კალკულაცია არ ეხებათ შემდეგ პირებს:

სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს,  0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს:   

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ
  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს  და  6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:   

  • უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი   
  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ,  100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.


ვრცლად ჯანდაცვის განახლებული პროგრამის შესახებ წაიკითხეთ აქ ან დაურეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 15 05.

მასალების გადაბეჭდვის წესი