ახალი ამბები

მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ

11 მაისი, 2017 • 5444
მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე დღეს, 11 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სააპელაციო სასამართლოში.

მიხეილ ჩინჩალაძე 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2007-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

დააწექით ბმულს და წაიკითხეთ ვრცლად, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშნვნას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი