ახალი ამბები

მოსამართლემ კორუმპირებულად მოხსენიების გამო სასამართლოში იჩივლა

11 მაისი, 2017 • 3488
მოსამართლემ კორუმპირებულად მოხსენიების გამო სასამართლოში იჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ კაკაბაძემ ბიზნესმენ ფადი ასლის სასამართლოში უჩივლა, რადგან მოსამართლეს მიაჩნია, რომ ბიზნესმენმა მისი პატივი და ღირსება შელახა.

მოსამართლემ აღნიშნული საჩივრით სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ფადი ასლიმ მას კორუმპირებული უწოდა.

ფადი ასლი ამბობს, რომ 2017 წლის 10 მაისს უკვე ოფიციალურად გადასცეს სარჩელი. საქმე შეეხება ფადი ასლის კომენტარს მოსამართლე კაკაბაძის გადაწყვეტილებებაზე ტერაბანკის, ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეებთან დაკავშირებით.

ფადი ასლის მტკიცებით, ეს საქმეები წარმოადგენდა კორუმპირებულ და სამარცხვინო ლაქას ქართული სასამართლო სისტემისთვის.

“თავისი კორუმპირებული ქმედებებით, ვლადიმერ კაკაბაძემ არა მარტო პირადი რეპუტაცია დააზარალა, არამედ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან ზიანი მიაყენა სრულიად ქართული სასამართლო სისტემის რეპუტაციას, ღირსებასა და სანდოობას,” – ამბობს ფადი ასლი.

ფადი ასლი აცხადებს, რომ 2017 წლის 24 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატა – საქართველომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა მოსამართლე კაკაბაძის ხელფასის შეჩერებისა და სრული გამოძიების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი