ახალი ამბები

კობახიძე: შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი

10 მაისი, 2017 • 2395
კობახიძე: შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი

“ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი შრომითი უსაფრთხოების დასაცავად”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ოთხი დაღუპული მეშახტის ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები გაიმართება.

______________________________________________________

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე, დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი