ახალი ამბები

ანონსი – 11 მაისი

10 მაისი, 2017 • 1803
ანონსი – 11 მაისი

გთავაზობთ 11 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრიფინგი;


09:30 – კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის გამართავს საჯარო ფორუმს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა:რეფორმების შედეგები და პერსპექტივები; მის.: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია;


10:00 – ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირებისკომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლადაშენებულ გაზგამანიწილებელ ქსელს დაათვალიერებენ;


10:30 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა;


10:30 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ნაცვლიშვილის პრესკონფერენცია. თემა: „ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევა“.


11:00 – გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.


11:00 – პარტია “მემარცხენე ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი არჩილ ბენიძე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პარლამენტმა დროულად გაამკაცროს კანონი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით. მის.: მაჩაბლის ქ. #7;


11:30 – ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, ელზა ჯგერენაიასთან;


12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: თბილისში გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხი.


12:00 – დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტის “სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებს დემოკრატიის ლაბორატორიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელები დააჯილდოვებენ. მისამართი: შ.დადიანის 2/1, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი;


12:00 – კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში;


12:00 – აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან; შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდება ერთობლივი მემორანდუმი;


12:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა; 


13:00 – მარნეულში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული „ავერსის კლინიკის“ მარნეულის ფილიალის მრავალპროფილური – 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრება;


13:00 – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა;


13:30 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრების, ფონდებისადა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდაგენლებს შეხვდებიან. თემა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრების პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საერთაშორისსო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა.


14:00 – ცესკოში სარეფერენდუმო კომისია განიხილავს პარტია “მემარცხენე ალიანსის” სარეფერენდუმოდ წარდგენილ საკითხს, რომელიც შეეხება უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას;


14:00 – შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში;


14:00 – იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა;


15:00 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან;


18:00 – „მარტოხელა მშობლის სტატუსის“ შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი