ახალი ამბები

ელოშვილი: მოსახლეობას უფლება არ აქვს, გააჩეროს ხაზების მშენებლობა ფასანაურში

10 მაისი, 2017 • 2930
ელოშვილი: მოსახლეობას უფლება არ აქვს, გააჩეროს ხაზების მშენებლობა ფასანაურში

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა ერთი კვირით შეწყდება და მას შემდეგ განახლდება, რაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მშენებლობის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს

“ვინც ეწინააღმდეგება მთლიანად ხაზის მშნენებლობას, მინდა ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში ხაზი არ გადადის სახლის სახურავებზე. მოშორებულია 100-150 მეტრით თითოეული სახლიდან. შესაბამისად, არანაირი უფლება არ გააჩნიათ, რომ გააჩერონ სამუშაოები. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადგილს ხანდოს სოფელთან, ჩვენ ისედაც ვაჩერებთ სამუშაოებს ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შესრულებული, თუ როგორ მოხდება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება კომპანიის მიერ მშენებლობის პროცესში. ჩვენ იქ ისედაც არ ვაპირებდით მშენებლობას. დაახლოებით ერთ კვირაში ამ ადგილზე გაგრძელდება მუშაობა, როცა ისინი წარმოადგენენ მეთოდოლოგიას,” – აცხადებს ელოშვილი.

დღეს ფასანაურში, ხანდოს ხეობაში აქცია გაიმართა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. მოგივანებით აქციაზე პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი