ახალი ამბები

მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგებთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

10 მაისი, 2017 • 2286
მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგებთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქეები იქნებიან უელსი და ავსტრალია, ხოლო დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა მოგვაინებით გაირკვევა.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ბორჯღალოსნები წილისყრას განთესილი ნაკრების სტატუსით ხვდებიან. მილთონ ჰეიგის გუნდმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასა და ნამიბიის ძლევით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვდნენ და მომავალი მსოფლიო თასის საგზური დაიბევეს.

2017 წლის ექვსი ერის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით, 2019 წლის მსოფლიო თასის 12 მონაწილე კალათებში განაწილდნენ.

გაირკვევა ორი სავარაუდო მეტოქეც, მაგრამ რადგან რეგიონალური შესარჩევი ტურნირები ჯერ არ დასრულებულა, კონკრეტულ გუნდებს მოგვიანებით შევიტყობთ.

თუმცა უკვე ცნობილია, რომ საქართველოს კიდევ ერთი მეტოქე ოკეანიიდან იქნება, ხოლო მეორე- ამერიკიდან.

 

კიოტოში გაემგზავრნენ და წილისყრას ესწრებიან ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი