ახალი ამბები

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელები დააკავეს

7 თებერვალი, 2013 • 1037
“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, 6 თებერვალს, 16:25 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი მუხიანში, ნონეშვილის N10-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრს თავს დაესხა. დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს იარაღის მუქარით სალაროდან 5360 ლარი გასტაცეს. მათ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას არავინ  დაშავებულა, დაზიანდა ბანკის წინ მდგარი ავტომანქანა.

 

სამართალდამცველებმა ირაკლი ბ. უშუალოდ ბანკის შენობაში, ხოლო გიორგი მ.  „საქართველოს ბანკის“ შენობიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. მესამე პირი კი 7 თებერვალს, გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი და ბანკის სალაროდან გატაცებული ფული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიების ცნობით, დაკავებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები 2013 წლის 10 იანვარს გლდანში, შპს ”ნიკორას“ მაღაზიასაც  დაესხნენ თავს.

 

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიებას 179–ე მუხლის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 236 (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება) მუხლის I და II ნაწილებით შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი