policia

მაღაროელების მხარდამჭერ აქციას პოლიცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც დაუპირისპირდა

მაღაროელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც.

დაპირისპირება გამოწივია იმ ფაქტმა, რომ აქციის მონაწილეებმა ასფალტზე სტენსილის დახატვა სცადეს, რის გამოც მათ პოლიცია და კანცელარიის დაცვა დაუპირისპირდა.  აქცია საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაიწყო.

აქციზე, რომელიც მოჰყვა ტყიბულში, მინდელის შახტში 4 მუშის ჩავარდნას, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია,  2 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილენი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

წარწერა, რომლის დაწერას სტუდენტები ცდილობდნენ

წარწერა, რომლის დაწერას სტუდენტები ცდილობდნენ

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com