თამარას ლოცვა

თამარა გაჩეჩილაძის ლოცვა ევროვიზიის კონკურსზე გამოსვლამდე [ვიდეო]

ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე დღეს, 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგა. თუმცა კონკურსზე გამოსვლამდე ილოცა და შესაბამისი ვიდეო “ინსტაგრამზე” თვითონვე განათავსა.

 

Update: საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა. მეტი დეტალი წაიკითხეთ აქ.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის  პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყო. 18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელი მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად  გამოავლინეს.   მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი