“ინვესტიციას შეწირული ერი”- ინტერნეტის გამოხმაურება ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში 9 მაისს ოთხი მუშა ჩავარდა.  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, ოთხივე მათგანი დაიღუპა. დაღუპვის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

EMC-ის მონაცემებით 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტურ შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ინტერნეტ გამოხმაურებას, რომელიც ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას მოჰყვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com