მეშახტეების სოლიდარობის აქციაზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე, რომელიც ამ წუთებში [23:32] თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, ორი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულების ინტერესებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) იცავს. მათი ცნობით, დაკავებულები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათ დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად  (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები)

პარლამენტის წინ მოქალაქეების აქცია, სახელწოდებით “ასე ცხოვრება აღარ შეიძლება” ტყიბულელი მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად მიმდინარეობს. დღეს, 9 მაისს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლმა, ილია ლეჟავამ განაცხადა, რომ დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com