ახალი ამბები

ლონდარიძე: ბიძინა ივანიშვილი პირადად დამემუქრა

6 თებერვალი, 2013 • 1016
ლონდარიძე: ბიძინა ივანიშვილი პირადად დამემუქრა

ტარიელ ლონდარიძის თქმით, ივანიშვილის გარდა, მას და მის ოჯახს ასევე დაემუქრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე:


“დავით საგანელიძე ერთ განცხადებაში დაემუქრა ჩემს შვილებს, ჩემს ცოლს, თურმე მე შემრცხვება ოჯახში მივიდე –  ტარიელ ლონდარიძეს, რომელმაც 14 წლის ასაკაში ჩავიცვი ფორმა, ვიბრძოდი ამ ქვეყნისათვის, წლები გავატარე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, მოვიარე აფხაზეთი, დავიცავი კოდორის ხეობა, ვიბრძოდი 2004 წელს, ვიბრძოდი 2008 წელს და დავით საგანელიძე მე მასწავლის, ჩემს შვილებს ჩახვედავ თვალებში თუ არ ჩავხედავ.”

 

ლონდარიძის ამ განცხადებებს ხმაური მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან და მისგან კონკრეტული მუქარის ფაქტების დასახელება მოითხოვეს, რაზეც ლონდარიძემ უპასუხა:

 

“ზუსტად კონსტიტუციური განხილვების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვმსახურობდი აქამდე თავდაცვის სამინისტროში და გარკვეული ეჭვები არსებობს თავდაცვის მინისტრზე, რაღაც დანაშაულებზე, რატომღაც 3 თვეა მიმდინრეობს ამ ადამიანის გარშემო ეს კითხვები და რატომღაც კონსტიტუციური ცვლილებების დროს გაუჩნდა უმრავლესობას და პროკურატურას ჩემთან კითხვები. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზუსტად გჭირდებათ იმისთვის, რომ ზეწოლა მოხდეს ჩემზე.”

 

დავით ლონდარიძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან, რომელიც, როგორც თვითონ განაცხადა, დღეს პირველად დაიკავა:


“მათ ჭირდებათ ისეთი ტარიელ ლონდარიძე – პოლკოვნიკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თითის ქნევის გამო მიაჭერს წითელ თუ მწვანე ღილაკს?! მე არ ვაპირებ, არც მიშა სააკაშვილის გამო ვაჭირო ღილაკებს ხელი და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გამო.”


ლონდარიძის განცხადებებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა: ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლებს შორის, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი