ახალი ამბები

ნანუაშვილი: ვინც შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგებით, მკვლელები ხართ

9 მაისი, 2017 • 2136
ნანუაშვილი: ვინც შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგებით, მკვლელები ხართ

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა,” – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

მისივე თქმით, ომბუდსმენის ოფისი  4 წელია მოითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას.

“უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო,” – ამბობს ნანუაშვილი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი