ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს

9 მაისი, 2017 • 1894
კვირიკაშვილი: მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მაღაროელთა სამძებრო სამუშაოები და დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

“ამ მძიმე წუთებში მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი,” – წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეიბუკის საკუთარ გვერდზე.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი