ახალი ამბები

ანონსი – 10 მაისი

9 მაისი, 2017 • 1893
ანონსი – 10 მაისი

10:30სთ-ზე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) გამართავს “სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის”  პრეზენტაციას. ადგილი: სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”, 26 მაისის მოედანი 1; საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი 577 29 10 03.

11:00 საათზე „პირველ პრესკლუბში“ შპს „აიტექნიკის“ დირექტორი ბექარ მიქუჭაძე და იურისტი გიორგი ცერცვაძე შპს „აიპლუსთან“ გამართულ სასამართლო დავაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

12:00-ზე ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კონსტიტუციონალისტი  ვახუშტი მენაბდე გამართავს პრესკონფერენციას.  თემა: საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა,  პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, საარჩევნო სისტემის ცვლილება,  პროექტის პლუსები და მინუსები.

12:30 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონში დევნილებისთვის დაფინანსებულ მცირე საწარმოებს მოინახულებს.
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტირძნისი.

15:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე ბრიფინგს გამართავს. ნინო გოგუაძე საზოგადოებას და საკრებულოს წაუდგენს დადგენილების პროექტს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საზოგადოებრივი და სარეკრეაციო სივრცეების განკარგვისა და რეგულირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ. მის: ქ. ოზურგეთი, კოსტავას N1, საკრებულოს სხდომთა დარბაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი