ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ შევწვათ კვერცხი მზის ენერგიით [ვიდეო]

9 მაისი, 2017 • 4373
როგორ შევწვათ კვერცხი მზის ენერგიით [ვიდეო]

“ქალთა ფონდისა” და ინტერაქტიული მუზეუმის, “შუქურას” ორგანიზებით, დღეს მთაწმინდის პარკში კულინარიული ღონისძიება მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორებმა მზის ქურაზე შემწვარი კვერცხით ბურგერები მოამზადეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანი ეკოაზროვნებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობაა.

ინტერაქტიული მუზეუმის, “შუქურას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, სოფო ლაფიაშვილის თქმით, მზის ქურა მარტივი კონსტრუქციისაა, ის მზის სხივებს ირეკლავს და ერთი მიმართულებით უყრის თავს, რაც საშუალებას იძლევა, მისი მეშვეობით ყველა სახის კერძი მომზადდეს. ქურის გამოყენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, მთავარია, ცა უღრუბლო იყოს.

უფრო ვრცლად ღონისძიებისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კერძები მზის ენერგიით – ნახეთ “ნეტგაზეთის” ვიდეო.

მასალების გადაბეჭდვის წესი