ახალი ამბები

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად “ბურჯის” ყოფილი დირექტორი დაინიშნა

6 თებერვალი, 2013 • 1733
სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად “ბურჯის” ყოფილი დირექტორი დაინიშნა

ნოე ქინქლაძე
ნოე ქინქლაძე

ამ დრომდე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური იყო, თუმცა მოვალეობას მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ასრულებდა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

“სოციალური მომსახურების სააგენტო იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში უშუალო განმხორციელებული უნივერსალური ჯანდაცვის პროექტისა. ამ სტრუქტურის საშაულებით მოხდება ძირითადი მართვა ახალი პროექტისა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ახალი ფუნქცია, ახალი ერთეული ემატება სააგენტოს, რასაც ჰქვია ზარალების ადმინისტრირების დეპარტამენტი, ამიტომ ჩაითვალა, რომ  ახალი ფუნქციების მინიჭებასთან დაკავშირებით, უმჯობესი იყო, თუ ხელმძღვანელობა შეიცვლებოდა ახალი სისხლის საჭიროების მხრივ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

სააგენტოს უხელმძღვანელებს ნოე ქინქლაძე, რომელიც 2004 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა: 2004-2005 წლებში იყო  შპს „ბურჯის” მთავარი ეკონომისტი, 2005-2006 წლბეში – სს „ ქართუ ჯგუფის” ფინანსური დირექტორის მოადგილე, 2006-2012 წლებში კი – შპს „ბურჯის” დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი