ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წინდაცვეთის შედეგად აზერბაიჯანში 5 წლის ბავშვი დაიღუპა

9 მაისი, 2017 • 3682
წინდაცვეთის შედეგად აზერბაიჯანში 5 წლის ბავშვი დაიღუპა

აზერბაიჯანის ქალაქ მასალის საავადმყოფოში ექიმებმა ვერ შეძლეს 5 წლის ბიჭის გადარჩენა წინდაცვეთის პროცედურის ჩატარების შემდეგ.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, ექიმის მიმართ, რომელმაც ბავშვის ოჯახის მიწვევით სახლის პირობებში ჩაატარა წინდაცვეთის პროცედურა, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ექიმს გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.  ბავშვის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად კი სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნეს.

წინდაცვეთის [circumcision] ტრადიცია მუსლიმურ ქვეყნებში მამრობითი სქესის ბავშვებში გამოიყენება, თუმცა მსგავს პროცედურას ზოგჯერ ქალების შემთხვევაშიც მიმართავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ქალის გენიტალიის დასახიჩრება ეწოდება პროცედურას, რომელიც იწვევს გენიტალიების დაზიანებას არასამედიცინო მიზნებით. პროცედურას ქალებისა და გოგონებისთვის არავითარი სამედიცინო სარგებელი არ აქვს. WHO-ის ინფორმაციით, პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ამ პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს უფრო სერიოზული გართულებები მომავალში. პროცედურას ძირითადად უტარებენ 15 წლამდე ასაკის გოგონებს. WHO-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული. მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც გამოვლინდა, რასაც მწვავე შეფასებები და განცხადებები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი