ახალი ამბები

კობახიძე: 2012 წელს ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ

8 მაისი, 2017 • 2070
კობახიძე: 2012 წელს ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ

“2012 წელს ჩვენ ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ,” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გააკეთა. კობახიძეს ჰკითხეს, თუ “საით მიექანება” დღეს საქართველო:

“ზუსტად ვიცით, საით მივექანებით და ზუსტად გეტყვით, ეს რა არის. ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, გავექანეთ ჩვენ 2012-ში იქითკენ, რომ 24500 პატიმრიდან, დღეს გვყავს 9500 – ორნახევარჯერ ნაკლები პატიმარი. აქეთ გავექანეთ, ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კაცი კვდება. 12-ჯერ  ნაკლები ადამიანი კვდება ციხეებში. და აქეთ გავექანეთ ჩვენ ყველა ერთად, მადლობა ღმერთს, 2012 წელს. ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ. მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით. ეს არის, საითაც ყველანი ერთად მივექანებით. მადლობა ღმერთს, რომ აქეთ მივექანებით. მეტი დემოკრატია. გახსოვთ, რა ხდებოდა და როგორი იყო პარლამენტი. ნოტარიუსი, თითზე დაჭერა და მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. გავექანეთ უკეთესი მომავლისაკენ. ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ – აქ მჯდომმა თითოეულმა ადამიანმა,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრას, კომისიის წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები ხვალ ზუგდიდში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი