ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: უმჯობესია, ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო

საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტსა და მის განცხადებებს ეხმაურება. კვაჭანტირაძე ფეისბუკში წერს, რომ ლუჟკოვი “მავნებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს” და უმჯობესია, მან საქართველო მალე დატოვოს.

“დღეს ჩამობრძანდა და მავნებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. რაც არ უნდა თქვან და გააკეთონ, ლუჟკოვი, ლავროვი და მსგავსნი ვერასდროს ჩამოიშორებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ვერ შეგვაჩვევენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას.

უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო. პირადად ჩემთვის, ასეთი განცხადებების შემდეგ, იგი უკიდურესად არასასურველი სტუმარია. ჩვენ კი ხვალაც მივიღებთ და ვუმასპინძლებთ იმათ, ვისაც საქართველოში მოგზაურობა პროვოკაციებისთვის არ ესაჭიროებათ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა,” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი იმყოფება. მან დღეს განაცხადა, რომ საქართველოსათვის უმჯობესი იქნება, თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ჩამოიშორებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი