პირველი გენდერულად ნეიტრალური სამსახიობო ჯილდო ემა უოტსონმა მიიღო

7 მაისს ლოს-ანჯელესში წლის საუკეთესო ფილმებისა და სერიალების გამოსავლენად MTV-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს პირველად, MTV-იმ საუკეთესო სამსახიობო პერფორმანსისასთვის გენდერულად ნეიტრალური ჯილდო გასცა.

ამ კატეგორიაში კაცი და ქალი ნომინანტები ერთად იწყვნენ წარდგენილი. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ჯილდო ინგლისელმა მსახიობმა და ქალთა უფლებების აქტივისტმა, ემა უოტსონმა მიიღო. უოტსონი პირველი მსახიობია, ვინც მსგავსი ფორმით გაცემული ჯილდოს მფლობელი გახდა.

“ეს არის პირველი სამსახიობო ჯილდო ისტორიაში, რომელიც არ ყოფს ნომინაციას გენდერის მიხედვით, ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანურ გამოცდილებებს. MTV-ის ამ ჯილდოს ყველასთვის სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა ექნება. თუმცა ჩემთვის ეს წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ მსახიობის პროფესია გვაძლევს საშუალებას, სხვების ადგილას დავაყენოთ ჩვენი თავი, რასაც ორ კატეგორიად დაყოფა არ სჭირდება,” – თქვა მსახიობმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

ასევე, გენდერულად ნეიტრალურ მეორე კატეგორიაში, როლისთვის საუკეთესო მსახიობი ტელეშოუში, ჯილდო მიიღო “უცნაური მოვლენების” მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა.

მსახიობი მილი ბობი ბრაუნდი. ფოტო: EPA/MIKE NELSON

მსახიობი მილი ბობი ბრაუნდი. ფოტო: EPA/MIKE NELSON

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი