ახალი ამბები

დეკანოზს სთხოვდნენ, თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი და ოხანაშვილი დაესახელებინა – მეუფე პეტრე

5 მაისი, 2017 • 11081
დეკანოზს სთხოვდნენ, თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი და ოხანაშვილი დაესახელებინა – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მამალაძე წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ გამოძიება მას სთხოვდა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, პატრიარქის ძმისშვილი,  მეუფე დიმიტრი თანამზრახველებად დაესახელებინა..

მეუფე პეტრეს განცხადებით, წერილის მიხედვით, გამოძიება  დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის სანაცვლოდ განრიდებას სთავაზობდა. ეს მიტროპოლიტმა პეტრემ 5 მაისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოზმა მამალაძემ წერილი საპატრიარქოს წმინდა სინოდს გაუზგავნა, თუმცა სინოდის წევრებმა მისი წაკითხვა არ ისურვეს: 

“მე იძულებული გავხდი, ეს წერილი მხოლოდ ეპარქიაში, სამღვდელოებისთვის გამეცნო”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

როგორც ცნობილია, გამოძიებამ უკვე დაკითხა მეუფე დიმიტრი, ხოლო სოსო ოხანაშვილმა, რომელიც უკვე აღარ არის პატრიარქის დაცვის უფროსი, საქართველო დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი